|
2017-07-02 14:12:02, 2077 ნახვა
საზოგადოება
წავკისში წლის ბოლომდე 14 ქუჩა მოეწყობა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ გელა არჩვაძესთან ერთად, წავკისში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერი იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე, 5 600 კვ. მეტრზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, სადაც პროექტის ფარგლებში, 187 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი მოეწყო. დავით ნარმანიამ, გიგა ნიკოლეიშვილმა და გელა არჩვაძემ გურამიშვილისა და ამაღლების ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს. გურამიშვილის ქუჩაზე, 2 430 კვ. მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა 315 გრძივი მეტრი სანიაღვრე კიუვეტი. ამაღლების ქუჩაზე კი 5 022 კვ. მეტრზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ნარმანიას თქმით, თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მოწესრიგების შესახებ შესრულებულია. ამისათვის რამდენიმე დასახლებაში გზები პარალელურ რეჟიმში კეთდება და ეწყობა სანიაღვრე სისტემა. ინფრასტრუქტურა იქნება უფრო გამართული და ეს დასახლებები საცხოვრებლად გაცილებით უფრო მიმზიდველი გახდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მიმდინარე წლის ბოლომდე, წავკისში კაპიტალურად კიდევ 14 ქუჩა გაკეთდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)