|
2017-06-30 18:13:45, 2187 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ქუვეითს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება
მიმდინარე წლის ივლისიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Kuwait Wataniya Airways“ შემოდის. კონსულტაციები ავიაკომპანიის მიერ ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელების თაობაზე, საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ქუვეითის სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატს შორის გაიმართა. “Wataniya Airways“ რეგულარულ რეისებს ელ-ქუვეითი - თბილისი - ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. ფრენები 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს გასცა. საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” ასრულებდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)