|
2017-06-30 15:41:54, 1926 ნახვა
საზოგადოება
თბილისს დასუფთავების ახალი მანქანები ეყოლება
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკა შეიძინა. დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანები დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება და მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს. 29 ერთეული მძიმე ტექნიკიდან კონტრაქტორმა კომპანიამ 15 მანქანა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უკვე მიაწოდა. სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი ქალაქში, ეტაპობრივად, დარჩენილი ნაწილიც შემოვა. ახალი ტექნიკის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები დაესწრნენ. „ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ძალიან სანიმუშო და სუფთა ქალაქი, თუმცა ახალი ტექნიკის გამოყენებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დალაგებული და მოწესრიგებული დედაქალაქი გვქონდეს. შევიძინეთ რა 29 ერთეული ტექნიკა, პირველი პარტია უკვე მივიღეთ და შემდგომ ორ თვეში მივიღებთ, ასევე, დანარჩენ მანქანებსაც, რითაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება ჩვენი ავტოპარკი, კიდევ უფრო უკეთესი აღჭურვილობა გვექნება იმისათვის, რომ უკეთესი, მოწესრიგებული და დალაგებული ქალაქი გვქონდეს,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)