|
2017-06-30 14:21:35, 1873 ნახვა
საზოგადოება
ლაშა აბაშიძემ პეკინის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის დაზიანების ადგილი დაათვალიერა
თბილისის მერის მოადგილემ, ლაშა აბაშიძემ პეკინის ქუჩაზე სამუშაოების წარმოებისას წყალსადენის მაგისტრალური ქსელის დაზიანების ადგილი საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ქსელის აღდგენასთან დაკავშირებით ოპერატიული დავალებები მისცა. მისი თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად აღდგენითი სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს წყალმომარაგება უახლოეს 12 საათში აღუდგება. „პეკინის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაზიანდა წყალმომარაგების მილი. მილის დაბზარვამ და გასკდომამ გამოიწვია წყლის გამოსვლა, რომლის შემდეგად დაიტბორა მიმდებარედ არსებული 3 მაღაზიის სარდაფი. დაზიანებული მილი და პეკინის ქუჩის წყალმომარაგება არაუმეტეს 12 საათში აღდგება. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. რაც შეეხება დაზიანებულ მაღაზიებს,ჩვენსრულად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მიყენებული ზიანი მაღაზიების მეპატრონეებს სრულად აუნაზღურდეთ,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ. საბურთალოს ქუჩის და პეკინის გამზირის კვეთაზე, პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე სისტემაზე სამუშაოების წარმოებისას, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. შედეგად მიმდებარედ არსებული 3 მაღაზიის სარდაფი დაიტბორა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან სწრაფი რეაგირება მოხდა, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)