16:31 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 10:50:07, 2394 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ცვლილებებზე ბრალდებებს ვისმენთ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას

„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრალდებებს ვისმენთ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც ყველაზე დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, რაც აბოლუტურად მიუღებელია”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის  პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოთქვა მზადყოფნა,   გაგრძელდეს  ვენეციის კომისიასთან მუშაობა და ასევე პოლიტიკური  დიალოგი:

„ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც ყველაზე დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ შევხვდით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, სადაც განვიხილეთ ეს პროცესი. მე გამოვთქვი ჩემი მხრიდან მზადყოფნა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა და ასევე პოლიტიკური დიალოგიც. არ დანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯების, რომელიც გადადგა ჩვენმა გუნდმა ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი მხოლოდ და მხოლოდ.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ყველაფერ ამას და მოსახლეობის მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესების მიმართ, რაც დღეს ხდება ქვეყანაში“, - აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics