22:37 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-29 16:15:20, 1464 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა

საქართველოში ახალი, შემეცნებითი საბავშვო ანიმაციური სერიალის, „მარგო და კირას“ წარმოება მიმდინარეობს. პროექტი სტუდია „გარნამატაკის“ მიერ, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით იქმნება. 5-11 წლის ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული შერეული ანიმაციური სტილის პროექტი თავიდან ბოლომდე ადამიანების ხელით იქმნება.

პროექტის საჭიროება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს, რადგან საკმაოდ ჭარბობს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სინთეტიკური კონტენტი, რაც  კვლევების თანახმად,  ბავშვების აღმასრულებელ ფუნქციებზე ნეგატიურად მოქმედებს და აფერხებს განვითარების ფუნდამენტურ პროცესებს. „მარგო და კირა“ სწორედ ამ დეფიციტს ავსებს და ნორჩ მაყურებელს ხარისხიან, მეცნიერულად გამყარებულ ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც მათ ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას ემსახურება.

პროექტზე ქართული 3D ანიმაციის ლიდერი სტუდია „GARNAMATAC“ მუშაობს, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის Nickelodeon-თან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროექტის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერია ოთო შამუგია, სტუდიის ხელმძღვანელი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის კანდიდატი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, რომლის კვლევაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ნეიროფსიქოლოგიურ ზეგავლენას ეხება. ხმის დიზაინსა და მუსიკაზე „ჰეიმა პროდაქშენი“ მუშაობს.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მიერ.

“სერიალი ორ არაიდენტურ ტყუპისცალ მელიაზე მოგვითხრობს, რომლებიც ხეზე აგებულ სახლში უცხო არსებასთან ერთად ცხოვრობენ. ყოველ ეპიზოდში ისინი ახალი ექსპერიმენტებითა და პრობლემების გადაჭრით შეიცნობენ სამყაროს. სერიალს ორიგინალური ფორმატი აქვს. მისი ერთ-ერთი პერსონაჟი (უცხო არსება) რეალური ქართველი ბავშვების ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე, მათი წარმოსახვის შესაბამისად ვითარდება”, - ამბობს სტუდია „GARNAMATAC“-ის ხელმძღვანელი, ოთო შამუგია.

სერიალის პირველი სეზონი 7 ეპიზოდისგან შედგება. იგი შერეული (mixed-media) 3D და 2D ანიმაციური სტილით, ქართულ ენაზე იქმნება და საოჯახო კონტენტია.

“საქართველოს ბანკის, როგორც გენერალური სპონსორის მხარდაჭერა პროექტისადმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მომავალი თაობის განათლებას, ჯანსაღ განვითარებასა და ხარისხიანი ქართული კონტენტის შექმნას”, - აღნიშნავენ ბანკში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics