16:30 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 18:10:28, 2585 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: ხელისუფლებას მოვუწოდებ, დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან, შევთანხმდეთ დოკუმენტზე, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება

ქვეყანაში არის კრიზისი და ხელისუფლებას მოვუწოდებ, დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან, შევთანხმდეთ ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის ლეგიტიმაციამ კითხვის ნიშნები არ უნდა გამოიწვიოს. 

„პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. ფიქრი უნდა დავიწყოთ იმაზე, როგორ ავიცილოთ კრიზისი და არა იმაზე, როგორ გავამწვავოთ უფრო ვითარება. ორი მოსმენით მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ასევე ახლა მუშაობს პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, რაც სრულიად აზრს უკარგავს საარჩევნო პროცესს ქვეყანაში, ამიტომ ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ხელისუფლებისადმი, რომ უნდა დავიწყოთ ნულიდან ყველაფერი, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, რაღაცას დათმობს ხელისუფლება, რაღაცას ოპოზიცია და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ დოკუმენტზე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, რომელიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოსა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინაროებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics