|
2017-06-29 12:21:22, 2277 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპულ ფასეულობებთან დაპირისპირება საქართველოშიც მიმდინარეობს
„დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ხანდახან ისმის განცხადებები, რომ ევროპული წესრიგი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. „აქ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ერთიან ევროპულ სამართლებრივ სივრცეს. სწორედ ევროპული ფასეულობები - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ღიაობა, დიალოგი არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლის ირგვლივაც ჩვენი საზოგადოებები, ჩვენი ქვეყნები ვითარდება, მათ შორის, ქართული საზოგადოებაც, რომელიც ამ ღირებულებებს ძალიან მნიშვნელოვნად აფუძნებს. თუმცა ჩვენ უნდა გავიაზროთ ის ფაქტიც, რომ დღეს ჩვენ ვართ მოწმე ამ ღირებულებების მიმართ განხორციელებული გარკვეული კითხვის ნიშნების შესახებ. ჩვენ ვართ მოწმე იმისა, რომ ეს გამოწვევები აქვს ყველა ღირებულებით დისკუსიას, ყველა ღირებულებით ინსტიტუტს და მათ შორის, სასამართლოებს და საკონსტიტუციო სამართლის სივრცესაც. სუვერენიზმი, ევრაზიანიზმი, ტერორიზმი, ევროპული საერთო უსაფრთხოების სივრცე - ეს ის სფეროებია, რომელშიც ძალიან აქტიურად ისმის პროპაგანდისტული კითხვები და ბუნებრივია, ეს კითხვები უნდა იქნას ჩვენს მიერ პასუხისგაცემული. ეს დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს. პროპაგანდა ევროპული სივრცის წინააღმდეგ საქართველოშიც გამოიხატება სხვადასხვა ფორმით. საქართველოშიც, ხანდახან გაისმის განცხადებები, რომ ევროპული წესრიგი თითქოსდა ხალხის ნებას ეწინააღმდეგება; რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ჩვენი სუვერენული არჩევანისგან; რომ უმრავლესობის ნება უპირობოა და არ უნდა იქნას განხილული. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ საქართველოში მიმდინარე ასევე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას ეხება. ამ პროცესში და იმ ცხოველ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს ამ პროცესის ირგვლივ, მნიშვნელოვანია დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული. ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მრავალპარტიულობის, კონსენსუსი ღირებულებებთან მიმართებაში, იქედან გამომდინარე, რომ სწორედ კონსტიტუცია წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომლის ირგვლივაც იგება მთელი სახელმწიფო სისტემა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)