|
2017-06-29 11:09:09, 1998 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ გურიისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 130 სახლი შეისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით გურიისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები 130 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა იმერეთისა და გურიის რეგიონებში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელია ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი მოქმედებს, რომელიც წლის განმავლობაში იყო გაჩერებული. „ისეთ ოჯახებში ვიყავით, რომლებსაც ღამეები არ ეძინათ იმის შიშით როდის ჩამოინგრეოდა მათი სახლი. დღეს, მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები აქვთ. ამ ადამიანებს გაუჩნდათ არა მხოლოდ უსაფრთხო საცხოვრებელი, არამედ გაუჩნდათ კარგი შემოსავლის წყაროც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ეკომიგრანტი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის მაქსიმალური რაოდენობა 25 000 ლარს შეადგენს. 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 400-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)