|
2017-06-29 00:28:42, 2120 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველო კიდევ ერთხელ ზეიმობს თავის ადგილს ევროპულ სამართლებრივ პროცესში
საქართველოს პრეზიდენტის სახელით დღეს ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართა. მიღებაზე გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებთან ერთად მივიდა და 40 -მდე ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ერთიანი ევროპული დისკუსიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ამაყია იმით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყანაა. "ეს მაღალი სტატუსი ბუნებრივია, გამომდინარეობს იმ ადამიანების შრომიდან, რომელთა გადაწყვეტილებები და ერთგულება კონსტიტუციური სამართლის, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი და ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობისადმი შესაბამისად შეფასდა მათი ევროპელი კოლეგების მიერ. დღეს თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებიდან გამომდინარე საქართველო კიდევ ერთხელ ზეიმობს თავის ადგილს და როლს ევროპულ სამართლებრივ პროცესში. პატივცემულო სტუმრებო, ჩვენ ერთად ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც ჩვენს საზოგადოებებში ევროპული ღირებულებების, ევროპული სამართლის უზენაესობის კონცეფციის, ადამიანის უფლებების პრევალირების საკითხებთან დაკავშირებით ცხოველი დისკუსია მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, სწორედ საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველო ერთერთი ყველაზე ევროოპტიმისტი ქვეყანაა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც სჯერათ ევროპული ღირებულებების და მიისწრაფვის ევროპული დემოკრატიის, ევროპული სახელმწიფოებრიობისა და ევროპული სამართლისაკენ. ამ თვალსაზრისით, მომავალი თქვენი სამუშაო, ის დასკვნები და შედეგები, რომლებსაც თქვენ საზოგადოებას გაუზიარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის. ის დებატები, რომლებიც მიმდინარეობს ევროპულ სივრცეში აუცილებლად გულისხმობს, რიგ შემთხვევებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას იმისა, რასაც კონსტიტუციონალიზმის, კონსტიტუციური სამართლის ევროპული სტანდარტი ჰქვია. ამ თვალსაზრისით, თქვენგან მტკიცე პოზიციის დაკავება საქართველოსთვის და ევროპული ცივილიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესი, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს ეხება, ბათუმში, ხვალ გაიხსნება და მასში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები მიიღებენ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ შეხვდება.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)