|
2017-06-28 10:55:20, 1814 ნახვა
საზოგადოება
ფოთში დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება
ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით, საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორმა ვინსენტ დონტონმა და პოლონეთის ელჩის მრჩეველმა პჟემისლავ პიეჟმა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის ბაღი აშენდება. სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში, ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სახელმწიფომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ხელშეწყობით, ფოთის დევნილთა ჩასახლებას საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნება. მშენებლობის სატენდერო ღირებულება 160 000 ევროს შეადგენს. საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განახორციელებს. ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით, საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. ფოთში, ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სახელმწიფომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ხელშეწყობით, 2017 წლის ბოლოს ფოთის დევნილთა ჩასახლებას საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)