|
2017-06-27 15:33:48, 1881 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დაიწყო. მუსტაფაევა მადლობას უხდის პრეზიდენტს მის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო. ასევე, პრეზიდენტს სთხოვს, თუ აქვს შესაძლებლობა, მუხთარლის საქმე ქვეყნის დღის წესრიგში დააყენოს: "მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს მის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო, განსხვავებით სხვა ოფიციალური უწყებებისგან, მაგალითად პრემიერი და სხვა ოფიციალური პირები იმეორებდნენ იმავეს, რასაც აზერბაიჯანის ოფიციალური მხარე ავრცელებდა. რაც შეეხება გამოძიებას, ახალი არაფერია ქართველი სამართალდამცველების მხრიდან გარდა რამდენიმე ვიდეო ჩანაწერისა და რამდენიმე მოწმის დაკითხვისა. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ამ გამოძიებით, ვინაიდან უკვე ერთი თვე გავიდა და არანაირი სერიოზული შედეგი არ დადებულა. მათ ვერ მოძებნეს პირები, ვინც მუხთარლი გაიტაცა. ვერ იპოვეს ის პირიც, რომელმაც შეუკვეთა მუხთარლის გატაცება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელს აფარებენ ამ პირებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო უწყებები არიან ჩართული მის გატაცებაში",-განუცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ლეილა მუსტაფაევამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)