|
2017-06-27 13:27:33, 1859 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი ბანკისა“ და პირველი ნაბიჯის ახალი ინიციატივა ბავშვებისთვის - „ვიმეგობროთ"
„ლიბერთი ბანკისა“ და პირველი ნაბიჯი საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება „ვიმეგობროთ" მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას თანატოლებთან. ღონისძიებაზე პატარა ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ახალი მეგობრები და ერთად ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში. პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის აღსაზრდელები არიან მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ვერ დადიან საჯარო სკოლებში და ვერ ერთვებიან ინკლუზიურ სასწავლო პროცესებში. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია შექმნას და ამასთანავე ხელი შეუწყოს ისეთი პლატფორმების განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მოზარდებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ნიჭი, შესაძლებლობები, შეიძინონ განათლება და სასარგებლო უნარები, რათა დამოუკიდებლად შეძლონ არა მარტო საჭიროებების, არამედ უმაღლესი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ". სწორედ, ამ საერთო ღირებულებით, უკვე სამი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფონდთან „პირველი ნაბიჯი საქართველო", - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა. „პირველი ნაბიჯი 18 წელია ზრუნავს უზრუნველყოს სასარგებლო გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ღირსეული ცხოვრებისთვის. დიდი მადლობა „ლიბერთი ბანკს“, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვეხმარება ინიციატივების განხორციელებაში" - აღნიშნა პირველი ნაბიჯის დირექტორმა, თამარ ზაალიშვილმა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)