|
2014-12-31 10:51:54, 5263 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან გენგაშვილი და სამმართველოს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ. უწყების ცნობით, გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები შიდა ქართლში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 60-მდე ოჯახს ეწვივნენ, მათ შორის, მრავალშვილიანებსა და მარტოხელებს. პოლიციელებმა მოქალაქეებს სურსათი, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გადასცეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს. საქველმოქმედო აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო სულ 1000-მდე ოჯახს დაეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)