|
2017-06-26 22:44:21, 1986 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კანის ფესტივალზე მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. მიღებას დაესწრო მეექვსმილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი, რომლის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი „Dinner With Georgia" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული - კანის ფესტივალის ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა ქართული სარეკლამო ინდუსტრიის დიდი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება. „ეს არის ქართული სარეკლამო ინდუსტრიის დიდი წარმატება. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო კომპანია Windfor's-ს. ვფიქრობ, თითოეული ადამიანი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამხელა წარმატებას აღწევს, არის ჩვენი ქვეყნის საპატიო ელჩი - იქნება ეს მეცნიერი, სპორტსმენი, ხელოვნების მუშაკი, თუ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენელი. მინდა, თითოეულ თქვენგანს ვუთხრა მადლობა, იმიტომ, რომ ეს ყველას ერთობლივი წარმატებაა. ჩვენს ქვეყანაში არის უდიდესი პოტენციალი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, უნიჭიერესი ხალხით და დიდი გულით; ტურიზმი კი, პირველ რიგში, არის გული და ხასიათი, ანუ ის, რასაც ჩამოჰყავს საქართველოში ამდენი ტურისტი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. ჰოლანდიელმა ტურისტმა ჯასპერ ბლექმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაწეული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ყოველდღიური საოფისე ცხოვრება საქართველოში მოგზაურობამ სრულიად შეცვალა. საზეიმო მიღებაზე დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი გახარიას განმარტებით, სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ხელისუფლებამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები - მესამე წელია ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ტარდება რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი „AD Black Sea", რომელიც წელს პროექტ „ჩექინ ჯორჯიას" ფარგლებში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)