|
2017-06-26 13:08:40, 1744 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა დასავლეთ საქართველოში საიუბილეო ტურნე გამართა
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დასავლეთ საქართველოში დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტები ბათუმსა და ფოთში გამართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლმა ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები წარადგინა. ისმოდა ქართულ-აფხაზური უძველესი სიმღერებიც. ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. საზოგადოებამ იხილა ქორეოგრაფიის თითქმის მივიწყებული ნომრები და მაღალი შეფასება მისცა სახელმწიფო ანსამბლის შემოქმედებას. ღონისძიებებს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ფოთის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის მუსიკალური საზოგადოების დიდი ნაწილი, ფერიის სკოლის პედაგოგები, „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელები, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია - „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ბათუმის კლუბის წევრები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. 26 ივნისს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)