13:21 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 11:37:01, 2398 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურაში ირაკლის მამალაძის განცხადების საფუძველზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის  პროკურორმა  ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.

„როგორც ჩანს დაინტერესებულ პირთა მხრიდან ხდებოდა მოწმეთა დისკრედიტაცია რის მაგალითიც იყო გავრცელებული ინფორმაციები, თუმცა რომელი მოწმეც არ უნდა წარმოაჩენენ აგენტად და პროვოკატორად, სრულიად უსაფუძვლოდ, ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ ბრალდებული გეგმავდა ადამიანის მკვლელობას. ეს დაადასტურა ირაკლი მამალაძემ და როგორც აღმოჩნდა ამის გამო გახდა იგი ცილის წამების მსხვერპლი.  ვაგრძელებთ მოწმეთა დაკითხვას და მსგავსი უსაფუძვლო ინფორმაციების გაგრძელება მხოლოდ შეიძლება  ემსახურებოდეს იმას, რომ სასამართლოს შეუშალონ ხელი ნორმალურ ფუნქციონირებაში“,-აღნიშნა წიკლაურმა.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-მა გადაცემაში "არჩევანი" გავრცეკდა ინფორმაცია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ფარული ჩანაწერია დეკანოზის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics