|
2017-06-26 11:28:19, 1882 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის FAPAS მიერ ჩატარებული PT (proficiency test) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შეფასება და კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სურსათის კვლევის ლაბორატორიის სპეციალისტებმა ახლადდანერგილ მეთოდზე, თაფლში ქლორამფენიკოლის განსაზღვრაზე, პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და ამის მიხედვით ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება. აღნიშნული კვლევები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17 025 – ის სტანდარტებს, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სურსათის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად, პროფესიული ტესტირების პროგრამაში ჩართულია მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებიც. ლაბორატორიული გარე ხარისხის კონტროლის სქემა იმართება ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) მიერ აღიარებული რეფერალური ლაბორატორიების მიერ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)