15:35 - 17 Sep, 2026
|
2017-06-26 11:14:01, 2924 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ლგბტ თემის „პრაიდ-მარში“ დაარბიეს
სტამბოლში ლგბტ თემის „პრაიდ-მარში“ დარბევით დასრულდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აღლუმის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თვითმხილველების თქმით, პოლიციამ რამდენიმე ჯგუფის მისამართით რეზინის ტყვიებიც გამოიყენა, ხოლო ათობით ადამიანი დააკავეს. ლგბტ თემის "პრაიდ-მარში" მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იმართება. ამასთან, თურქეთში ათასობით ადამიანი იკრიბება და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დაცვას ითხოვს. 2015 წელს თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული მარში დაბლოკა და დაუშვებლად გამოაცხადა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მათ დემონსტრაცია აქტივისტების უსაფრთხოების მიზნით დაშალეს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)