|
2017-06-25 12:04:40, 1898 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროსა და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილ სტუდენტებს უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი წაადგებათ. „დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ძალიან წაადგებათ ჩვენს დევნილ სტუდენტებს და ამავდროულად, სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვისაც. ბოლო წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგებში მოხვდა და წლიდან წლამდე რეიტინგში მისი მაჩვენებელი უმჯობესდება. მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენც, თუნდაც მცირე წვლილის შეტანას შევძლებთ უნივერსიტეტის წარმატებებში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო უნივერსიტეტს, პერიოდულად, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ლიტერატურას გადასცემს. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილ სტუდენტებს შეარჩევს და სწავლის საფასურს დაუფინანსებს. უწყების ცნობით, სამინისტროსა და გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას დახმარებით არქიტექტორისა და ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ კლაუს შვაგელის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უანდერძა, საქართველოში ჩამოვიდა. უნიკალური, სამენოვანი წიგნების ტრანსპორტირება კომპანია „ჰიპმა“ განახორციელა, რომელიც დევნილთა სამინისტროსთან, მემორანდუმის საფუძველზე, წლების განმავლობაში თანამშრომლობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)