|
2017-06-24 13:49:04, 1882 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა CIECA-ს კონგრესში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნიკა გელაშვილმა ნორვეგიაში, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის Cieca-ს 49-ე საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. კონგრესის ფარგლებში ქართულმა მხარემ „სიეკას" დელეგატებისთვის საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების პრეზენტაცია წარადგინა. სააგენტოს წარმომადგენელმა ევროპელ კოლეგებს ამ მიმართულებით მომსახურების სააგენტოში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციაში გათვალისწინებული იყო ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც ქართულმა მხარემ მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტების საქართველოში ვიზიტის დროს მიიღო. საერთაშორისო კონგრესის ერთ-ერთი თემა მართვის მოწმობის ინსტრუქტორებისა და გამომცდელების გადამზადება იყო. აღნიშნულ კონგრესს სულ 37 ქვეყნის 75 დელეგატი ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა ნიკა გელაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებთან შეხვედრები გამართა და ამ მიმართულებით ევროპის წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას გაეცნო. მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს დაარსდა და ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. შსს-ს მომსახურების სააგენტო Cieca-ში 2014 წელს გაწევრიანდა და აღნიშნულ ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტო სისტემატურად მონაწილეობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)