15:33 - 17 Sep, 2026
|
2017-06-24 11:19:26, 2978 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა - ნანგრევებში 100-ზე მეტი ადამიანია
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მეწყერი ჩამოწვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიწამ 100-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. სტიქიის შედეგად, ერთ-ერთ სოფელში 40-მდე სახლი განადგურდა. მთის ერთი ნაწილი, ადგილობრივი დროით, დილის 06:00 საათზე მოწყდა. როგორც მედია წერს, სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მაშველები დაკარგული ადამიანების პოვნას და ნანგრევებიდან მათ ამოყვანას ცდილობენ. ცნობისთვის, მსგავსი ფაქტი მიმდინარე წლის იანვარშიც მოხდა. მეწყერი საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროს ჩამოაწვა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)