|
2017-06-23 16:25:33, 2046 ნახვა
სამართალი
პროკურორის ინფორმაციით, ირაკლი მამალაძემ დაადასტურა, რომ დეკანოზს ციანიდი თეთრუაშვილის მკვლელობისთვის უნდოდა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ირაკლი მამალაძემ თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ ბრალდებულ დეკანოზს ციანიდი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის უნდოდა. მისივე თქმით, ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის დაკითხვა გრძელდება. ამასთან, ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტითა და შუამდგომლობებით ცდილობდნენ, შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა, რათა არ მიცემო მას საშუალება, სრულყოფილად გადმოეცა ფაქტები. „მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვაც გრძელდება, დაადასტურა, რომ მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა. ბრალდებული დაპირისპირებული იყო შორენა თეთრუაშვილთან და ყველაფერს აკეთებდა მისი დისკრედიტაციის მიზნით. მან საწადელს რომ ვერ მიაღწია, აირჩია ყველაზე რადიკალური და გაუგონარი მეთოდი, ფაქტობრივად წავიდა დანაშაულზე და დაგეგმა მისი მკვლელობა ამ საწამლავის გამოყენებით. ეს დადასტურდა დღევანდელ სხდომაზე“, - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა. პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვით სასამართლოს წინაშე 6 ადვოკატი წარსდა და ვერცერთმა მათგანმა ვერ ახსნა, თუ რატომ ითხოვდა მამა გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების სასიკვდილო დოზას. „ასევე,როდესაც ბრალდებული ინტერესდებოდა მსხვერპლის ორგანიზმში ექსპერტიზა აღმოაჩენდა თუ არა საწამლავს, ვერცერთმა ადვოკატმა ვერ ახსნა ეს გარემოება და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს, თითქოს მისთვის უნდოდა მამალაძეს საწამლავი“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)