|
2017-06-23 13:48:54, 1649 ნახვა
საზოგადოება
„დემოკრატიული ინიციატივა“ პროკურატურას მოუწოდებს, შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პროკურატურას მოუწოდებს შოთა პაკელიანს მის მიმართ განხორციელებულ წამების, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტთან დააკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, - ამის შესახევ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებულ კადრებში ასახული ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს პირის დაზარალებულად ცნობის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. "მედიაში გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული პაკელიანი არა დაკავებისას, როგორც ეს ჩხრეკისა და ამოღების ოქმშია მითითებული, არამედ დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების შენობაში გაჩხრიკეს და გარეშე პირების თანდასწრებით გააშიშვლეს. შოთა პაკელიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, რაც აშკარად შეიცავს წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს (სსკ-ის 1441,1443 მუხლები), პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი). პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მედიაში გავრცელებული კადრები წინამდებარე გამოძიების ფარგლებში მათაც აქვთ გამოთხოვილი და ეს მასალები უკვე დიდიხანია დევს სისხლის სამართლის საქმეში. გავრცელებულ კადრებში ასახული ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს პირის დაზარალებულად ცნობის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეში მსხვერპლის დაზარალებულად ცნობისთვის თავის არიდება კარგად დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკად არის ქცეული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თუ პირს აქვს საფუძვლიანი საჩივარი, რომ ის პოლიციის ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა წამებას, ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, სახელმწიფო ვალდებულია საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო (Assenov v. Bulgaria; Audin v. Turky). წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმის ეფექტური გამოძიება კი თავის თავში მოიაზრებს მსხვერპლისთვის კონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებული ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალებების მინიჭების აუცილებლობას. ამ შემთხვევაში მსხვერპლისთვის ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალების მინიჭება გულისხმობს პირი იყოს მომჩივანი და გააჩნდეს აუცილებელი პროცედურული გარანტიები სახელმწიფო მოხელეთა უკანონობის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საქმეში მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არის ერთადერთი გზა ჰქონდეს ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალებები და სარგებლობდეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან საგანგაშოდ გახშირებული წამების, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები და პროკურატურის მხრიდან მათზე არაეფექტური რეაგირება, კიდევ ერთხელ, მთელი სიმწვავით წარმოაჩენს ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის აუცილებლობას. ცნობისთვის, „ლიბერალმა“ წყაროზე დაყრდონით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული. როგორც „ლიბერალის“ წყარო აცხადებს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)