|
2017-06-23 11:36:41, 1958 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი პაკელიანის საქმეზე: ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ვიდეოკადრები არ ვრცელდება
„სამწუხაროდ, ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ვიდეოკადრები არ ვრცელდება“,-ასე გამოეხმაურა სანხალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შოთა პაკელიანის საქმეს. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ საქმეზე აუცილებელია ეფექტური გამოძიება. „სამწუხაროდ ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ვიდეოკადრები არ ვრცელდება. აუცილებელია ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ცნობისთვის, „ლიბერალმა“ წყაროზე დაყრდონით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული. როგორც „ლიბერალის“ წყარო აცხადებს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)