|
2017-06-23 11:35:13, 2145 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზის ოჯახს: დარწმუნებული ვარ, ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. „ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენთან, თქვენთან, საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენი საუბარი უნდა ჩაიწეროთ, რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, ეს ვთქვით და ეს არ გვითქვამს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი გაცნობა ხდება ასეთი მძიმე საკითხის განხილვის გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა. მაგრამ უფალი ბრძანებს: აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე. სიმართლემ უნდა იზეიმოს“, - მიმართა პატრიარქმა დეკანოზის ოჯახის წევრებს. შეგახსენებთ, საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)