|
2017-06-23 11:07:27, 2026 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სენაკის მუნიციპალიტეტში, ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი მილხიდები, შეკეთდა გადასასვლელი ხიდები, ნატანი მასისგან კოლექტორები და შემკრები არხები გაიწმინდა. მათივე ინფორმაციით, შედეგად სოფელი ახალსოფლის 691 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგა სადრენაჟე მომსახურება. აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია 2 ათეული წელზე მეტია არ ჩატარებულა. 2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი . გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)