|
2015-04-20 13:42:45, 1499 ნახვა
ეკონომიკა
ბინებისა და მანქანების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება
საქართველოს მთავრობამ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მორიგი პაკეტი დაამტკიცა მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ ცვლილებების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2015 წლის 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თავისუფლდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის, წარდგენის/გამოცხადების/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენას და გაფორმებას. „ჩვენ შევისწავლეთ ავტოიმპორტიორთა პრობლემა, რომლებსაც ძირითადად, საგარეო ფაქტორების გამო შეუმცირდათ ექსპორტის მოცულობა აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელებულიყო განბაჟების ვადები, ასევე ჩამოგვეწერა ის ჯარიმები და საურავები, რომელიც დარიცხული აქვთ ავტო იმპორტიორებს, იმის გამო, რომ მათ დადგენილ ვადაში დროულად ვერ მოახდინეს ავტომობილების განბაჟება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. გარდა ამისა, ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას: ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა; ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად არსებული 20 პროცენტისა; არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად არსებული 10 პროცენტიანი განაკვეთისა. ასევე, გათვალისწინებულია ცალკეული საგადასახადო სანქციების შემსუბუქება კერძოდ: გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის არსებული საურავი 0.06 პროცენტისა, მცირდება 0.05 პროცენტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად, პირი დამატებით დაჯარიმდება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. ამასთან, დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად; აღურიცხავი საქონლის გამოვლენისთვის სანქცია მცირდება ამ საქონლის ღირებულების 50 პროცენტამდე, ნაცვლად არსებული 100 პროცენტისა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების ნაწილი ბიზნესთან კონსულტაციისა და მათი წინადადებების გათვალისწინებით მომზადდა. საგადასახადო კოდექსში მომზადებული აღნიშნული ცვლილებების პაკეტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანოს მიერ ცვლილების დამტკიცების შედეგად, ჩვენს თანამოქალაქეებს და ბიზნესსექტორს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი, ცვლილებები ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



