|
2017-06-22 14:22:50, 1985 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფონდების მოძიება ელექტრონული კატალოგით გახდა შესაძლებელი. ვებპროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ეროვნული არქივის ვებგვერდზე (www.archives.gov.ge/ge/elektronuli-katalogebi) განთავსებულ მონაცემთა ბაზაში შესულია ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების - ცენტრალურ არქივებსა და ტერიტორიულ ორგანოებში - რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ ფონდებზე. ფონდების შესახებ ინფორმაცია ეროვნული არქივის ვებგვერდის საშუალებით აქამდეც იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ერთიან მონაცემთა საძიებო ბაზაში არ იყო თავმოყრილი. სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს რომელი სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა თუ კერძო პირების საქმიანობის პროცესში შექმნილი ეროვნული სააარქივო ფონდის რომელი წლების, როგორი ხასიათის (მმართველობითი, პირადი წარმოშობის, ტექნიკური, პირადი შემადგენლობის) დოკუმენტები ინახება ეროვნულ არქივში. ელექტრონულ კატალოგში შეტანილი ინფორმაცია მუდმივად ახლდება. ამ დროისათვის მასში 13 ათასზე მეტი საარქივო ფონდია აღრიცხული. ეროვნულმა არქივმა მუშაობა დაიწყო ფონდების ანაწერების კატალოგის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც უფრო გამარტივდება ფონდებში დაცულ მასალაზე ინფორმაციას მოძიება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)