|
2017-06-22 12:20:28, 1816 ნახვა
საზოგადოება
სააღსრულებო პროცესში სიახლეებს საბანკო სექტორი და ადვოკატები გაეცნენ
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმიანობის სპეციფიკა, სააღსრულებო პროცედურები, არა სააღსრულებო სერვისები და ბიუროში მიმდინარე სიახლეები ადვოკატებსა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. დამოუკიდებელმა ადვოკატებმა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია სააღსრულებო პროცედურებში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიუროს მიერ ახალ დანერგილი - ელექტრონული მაღაზიის თაობაზე, სადაც დაყადაღებული ნივთი მხარეთა თანხმობით, აუქციონის გამართვამდე, მისი საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად ელექტრონულ მაღაზიაში განთავსდება და მისი რეალიზაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი. ასევე საუბარი შეეხო ბიუროს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორებიცაა: გადახდისუუნარობა, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული წარმოება. გაიმართა დისკუსია და დაფიქსირდა სხვადასხვა შენიშვნები და სიახლეების მიმართ დაინტერესება. საბანკო სექტორის წარმომადგენლებისა და ადვოკატების მხრიდან დაისვა არა ერთი კითხვა და გამოითქვა მოსაზრებები, ბიუროში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. შეხვედრა აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე განახორციელა შეხვედრები სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ურთიერთობების განმტკიცება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)