|
2017-06-22 10:18:37, 2714 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქალაქ მოსულის მთავარი მეჩეთი ააფეთქეს
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულის მთავარი მეჩეთი ააფეთქა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მეჩეთი ქალაქის დასავლეთით მდებარეობს, სადაც ბოლო დროს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდარ ალ აბადის განცხადეთ, „ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ისტორიული დანაშაული ჩაიდინეს, - ააფეთქეს მეჩეთი ან-ნური და მისი მინარეთი. 18 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციამ განაცხადა, რომ ერაყის არმია ქვეყნის ძველ ქალაქ მოსულიში სამხედრო მოქმედებებში ჩაერთო. მედიის ცნობით, ტერორისტები მეჩეთის აფეთქებაში ამერიკის კოალიციას ადანაშაულებენ. აშშ-ში მსგავს ბრალდებებს უარყოფს. ცნობისთვის, აღნიშნული მეჩეთი 800 წლის იყო. მეჩეთის ტერიტორიაზე 2014 წელს დაჯგუფების ლიდერმა აბუ ბაკრ ალ-ბაღდადიმ ხალიფათის გამოცხადებამდე მხარდამჭერებს მიმართავდა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი გამოჩენა იყო საზოგადოების წინაშე.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)