12:24 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 16:01:51, 2340 ნახვა

სამართალი
პირველადი მოკვლევებით, ობიექტზე, სადაც დღეს მუშა დაშავდა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევები გამოვლინდა

შრომის ინსპექტორების მიერ შესწავლის შედეგად, ობიექტზე, რომლის მესამე სართულიდანაც დღეს მუშა გადმოვარდა, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული არსებითი სახის დარღვევები გამოვლინდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა.

„მიღებული შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ მოხდა ადგილზე გასვლა და ამ ინციდენტის შესწავლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამშენებლო ობიექტზე, სადაც მესამე სართულიდან მუშა გადმოვარდა. პირველადი მოკვლევებით, ჩვენი მობილური ჯგუფის შრომის ინსპექტორთა შესწავლის შედეგად, გარკვეული სახის არსებითი დარღვევები გამოვლინდა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების ნორმებს ეხება. დაშავებული გადაყვანილი იქნა კლინიკაში, სადაც გადის მკურნალობას. იმედი მაქვს გამოჯანმრთელდება“, - აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.

რაც შეეხება შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებას, ჯგერენაიას თქმით, სწორედ ამ მიზნით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ინტენსიურად განიხილება პირველი მოსმენით კომიტეტებში.

„პირველი ეტაპისთვის მოხდება შემოწმება და ინსპექტირება მომეტებული საფრთხის მქონე კომპანიებში, იქ სადაც მაღალია უბედური შემთხვევების, დაშავების და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. შემდეგ მოხდება გაფრთხილება, არის ადმინისტრაციული სახდელები ჯარიმის სახით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მსჯელობა კომიტეტებში“, - განაცხადა ჯგერენაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics