|
2015-04-20 11:22:13, 728 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში კონსოლიდირებული რეაგირების პორტალზე მუშაობა დასრულდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ელექტრონული პროგრამა - კონსოლიდირებული რეაგირების პორტალი შექმნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, პროგრამის დახმარებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია მთლიანად ელექტრონული გახდება, გამარტივდება გარე უწყებებთან ურთიერთობა და კოლაბორაცია. „ამ დრომდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ორგანიზაციებს, რომლებსაც ელექტრონული სისტემა საერთოდ არ ჰქონდათ ან მათი სისტემები სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ სისტემებთან არ იყო ინტეგრირებული, ქონების გასხვისებასთან, პრივატიზაციასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით წერილებს ფოსტით უგზავნიდა. ფოსტითვე ხდებოდა მათთან კონსულტაციაც. ამას გარდა, ორგანიზაციისთვის ვალდებულების შესრულების ვადის დაწესება და მისი კონტროლი შეუძლებელი იყო, რაც გასხვისებას თუ პრივატიზაციის პროცესს დროში მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა. ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული პროცესი ავტომატიზებული გახდება. პორტალის დახმარებით, ნებისმიერ ადრესატთან წერილის ელექტრონულად გადაგზავნა იქნება შესაძლებელი. ვადების დაწესება, უკვე დაწესებული ვადის გაზრდა და მისი შესრულების კონტროლი ავტომატურ რეჟიმში მოხდება. კონსოლიდირებული რეაგირების პორტალს ელექტრონული ფოსტის მსგავსი, მარტივი ინტერფეისი აქვს, რომელიც სასურველი წერილის მოძებნისა და მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგების საშუალებასაც იძლევა. პორტალი ელექტრონულ ფოსტასთან და SMS მომსახურებასთანაა ინტეგრირებული. წერილის მიღების, ვადის ამოწურვის თუ სხვა სიახლის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით იღებს. კონსოლიდირებული რეაგირების პორტალის კონცეფცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდის მიერ შემუშავდა და დაინერგა. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული, რამაც ამ სტრუქტურების ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია, ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე გადასვლა, ეფექტური და წარმატებული მუშაობა განაპირობა“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)