|
2017-06-19 16:48:06, 2577 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებს განიხილავენ
ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხის განხილვა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საკითხს ბრიტანეთის მინისტრი ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში დევიდ დევისი და მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირიდან მიშელ ბარნიე განიხილავენ. როგორც BBC იუწყება, მოლაპარაკებების პირველ დღეს მონაწილეები ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავენ. კერძოდ კი, შეთანხმდებიან სამომავლო შეხვედრებზე, განიხილავენ "ბრექსითის" გეგმებს. "ჩვენ ვიწყებთ ამ მოლაპარაკებებს პოზიტიური და კონსტრუქციული განწყობით, იმისათვის რომ სამომავლოდ შევქმნათ ძლიერი და განსაკუთრებული პარტნიორობა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის", - განაცხადა დევისმა. 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი, Brexit-ის მომხრე კანდიდატმა ტერეზა მეიმ დაიკავა. მიმდინარე წლის 29 მარტს, ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. ამ პროცესმა ვადამდელი არჩევნების დანიშნვის აუცილებლობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)