|
2017-06-17 15:21:09, 2070 ნახვა
სამართალი
„რაკია ჯორჯია“: დეპუტატი გელა მიქაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო
საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პარლამენტარი და „რაკია ჯორჯიას“ ყოფილი ხელმძღვანელი თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გელა მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია ‘’ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა „რაკია ჯორჯიას“ დაუბრუნოს თაღლითური გზით მითვისებული მიწები და დაფაროს სასამართლოს ხარჯები - 5 000 ლარი. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პარლამენტარი და „რაკიინ ჯორჯიას“ ყოფილი ხელმძღვანელი გელა მიქაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია ‘’ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა „რაკიინ ჯორჯიას“ დაუბრუნოს თაღლითური გზით მითვისებული მიწები და დაფაროს სასამართლოს ხარჯები- 5 000 ლარი. საქმე ეხება 951 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც მიქაძემ „რაკიინ ჯორჯიას“ სასარგებლოდ შეიძინა. მან მიწა 2007 წელს მისი ახლო პარტნიორისაგან 27 . 200 .000 ლარად , რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 10ჯერ ძვირად იყიდა, 2012 წლის ივლისში კი 2 .000. 000 ლარად გაყიდა. ამ მიწების რეალური ღირებულება „რაკია ჯორჯიასთვის“ 32 000 000 ლარს შეადგენდა. მიქაძემ მიწები იმ ჰოლდინგურ კომპანიას მიჰყიდა, რომლის მფლობელიც რეალურად თავად იყო. ამის შემდეგ კი თავისი კომპანიის წილების 2/3 თანამზრახველებზე ხატერ მასაადსა და ალ სადექზე მხოლოდ 2$ - ად გაასხვისა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოტანილი უკვე მეორე გადაწყვეტილებაა. მიქაძე ცოტა ხნის წინ დამნაშავედ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ცნეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მრავალმილიონიან საქმეზე გადაწყვეტილებაში, რომელიც ფოთის პორტის გაყიდვას უკავშირდება, მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი ასკვნის, რომ მიქაძემ, ხატერ მასაადმა და გიორგი ჯანაშიამ მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი კომპანიის ფინანსურ რესურსსა და ინტერესებს , რომელშიც თავად მუშაობდნენ. მიქაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ემირატების სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ იგი თავის შანსებს საქართველოში ცდიდა. ის ამჯერად დამნაშავედ უკვე რამდენიმე ქვეყანამ ცნო, მათ შორის საქართველომ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს რეალურ სახეს პერსონისა, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს პარლამენტში", - ნათქვამია განცხადებაში.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)