|
2017-06-17 11:22:34, 2091 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი შსს-ს მიერ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად წარგზავნილ ახალგაზრდებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს მიერ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად წარგზავნილ ორ ახალგაზრდას - ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სტუდენტებს აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შსს-ში დასავლური სტანდარტები დავამკვიდროთ, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაღალკვალიფიციურ კადრებს. ამაყი ვარ, რომ ჩვენს უწყებას საშუალება მიეცა, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში - აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში ორი ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა წარგვეგზავნა, იმ პირობით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ისინი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან და სამშობლოს ემსახურებიან, კერძოდ, შსს-ს სანაპირო დაცვაში იმუშავებენ. მე თქვენზე დიდ იმედს ვამყარებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებაში თქვენს წვლილს შეიტანთ“, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა. შს სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში მის მიერ შერჩეული კანდიდატები წელს პირველად წარგზავნა. ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, ისინი, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ. სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ტვილდიანი და „მომავლის სკოლის“ კურსდამთავრებული, სანდრო სტაჟაძე შეარჩია. წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა, მათი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით, აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ს აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation - ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)