|
2017-06-15 21:47:23, 1375 ნახვა
სპეციალური ანონსი
16 ივნისის ანონსი
06:15 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოში ვიზიტს დაასრულებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება. 09:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ევროპის ფონდი ანგარიშის - „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“ პრეზენტაციას გამართავს. 10:30 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო Best Western Kutaisi-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობის შეხვედრა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. 11:00 საათზე, სასტუმროში ,,ბილტმორი" სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე "სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)" პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრება. 11:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 11:00 საათზე მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯილდო-თასი თბილისის იუსტიციის სახლში განთავსდება. მსოფლიო რაგბის ჯილდო მოგზაურობას აგრძელებს და 16 ივნისს თბილისის იუსტიციის სახლში განთავსდება, ყველა მსურველს ექნება ჯილდოს ნახვისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა. 11:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, მარიამ ფირცხალაიშვილი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შრომითი ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მოკლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. 11:30 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, დავით უსუფაშვილი და საინიციატივო ჯგუფის ერთი ნაწილი მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციას გამართავს. 12:00 საათზე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებში მაგული შაღაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებთან მაუწყებლის მაყურებლების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. 13:00 საათზე, ''ევროპული საქართველოს'' მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მოაწყობს სოციალური პროგრამის პრეზენტაციას, მაჟორიტარ კანდიდატ მამუკა ახვლედიანთან ერთად. 14:30 საათზე, „თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები“ უზნაძის #107-ში ბრიფინგს გამართავს და მოსახლეობასთან ერთად აღმაშენებლის #136-ში მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, რომელიც 80-მდე ოჯახს და მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის. 15:00 საათზე, ზუგდიდის რაიონში, რუხის სავაჭრო ცენტრში, სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიება გაიმართება. სასწავლო ცენტრის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეგიონში, ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში. 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, თელავში, ნადიკვარის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის პარტნიორებთან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან ერთად გეგმავს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღნიშვნას. 20:00 საათზე ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მიმართავს ევროკავშრის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი. 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატური თეატრის მხატვარ-მოდელიერის, ნიჭიერი შემოქმედის, მარინე გაჩეჩილაძის ახალი პოეტური კრებულის ,,ზღვის ქაფიდან მანდილს მოვქსოვ" პრეზენტაცია.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)