|
2017-06-15 16:34:23, 2486 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა გაეროს მოსამართლეს 7-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თურქეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის მოსამართლეს, აიდინ სეფა აკაის 7-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ აიდინ სეფა აკაის „ფეთხულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობაში დასდო ბრალი. გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის ცნობით, აკაი ამჟამად გათავისუფლებულია, თუმცა თურქულმა მხარემ მას პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თურქეთში გასული წლის 21 სექტემბერს დააკავეს. გაეროს სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მექანიზმის განცხადებით, თურქეთმა დაარღვია აკაის დიპლომატიური იმუნიტეტი, თურქული მხარე კი მიიჩნევს, რომ გაეროს ინსტანცია ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში უხეშად ერევა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)