|
2017-06-15 09:49:48, 2658 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუციის პროექტს კენჭს დღეს უყრის
დღეს, ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღება იგეგმება, - ამის შესახებ ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად ევროპარლამენტი აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის საკითხსაც განიხილავს და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება. "ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს მკაცრად გმობს. ევროპარლამენტი ჟურნალისტის ბაქოში დაკავებას და შესაძლო გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნება. შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი საზღვრის უკანონო კვეტაში, კონტრაბანდაში და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. ქართული მხარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი სპეცსამსახურების ჩართულობას გამორიცხავს. ჟურნალისტის გატაცების ფაქტს თბილისში მრავალი აქცია მოჰყვა. მოსახლეობა ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს და მთავრობას მოუწოდებს მუხთარლის საქმე გამოიძიოს. ცნობისთვის, ჟურნალისტი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიავის ოჯახის წევრების ქონებასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)