20:00 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 14:21:08, 2059 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლოში Birja Mafia-ს წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლო მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“  ერთ-ერთი წევრის,  მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობს.

დაცვის მხარე  მისთვის არასაპატიმრო  აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ საპატიმრო  აღკვეთის ღონისძიების შეცვლას  ბრალდების მხარეც ეთანხმება.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, გიორგი ქობურიას პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics