|
2017-06-06 13:23:43, 2206 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია სოფო კილაძეზე: ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას ჟურნალისტის საქმეზე პასუხი მოსთხოვოს, ამ ყველაფერს შოუს ეძახის
,,დღეს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ნაცვლად იმისა, რომ გვერდში ედგას ამ პროტესტს და მთავრობას მოსთხოვოს პასუხი გატაცებული ჟურნალისტის საქმეზე, ამ ყველაფერს შოუს ეძახის და უპირისპირდება ადამიანებს, რომლებმაც დღეს დაიცვეს თავისი ქვეყნის ინტერესები’’, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარია პარლამენტში, ადამიანის უფლებების კომიტეტზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობა ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, საკუთარ გუნდს აფარებს ხელს. ,,დღეს ჟურნალისტებმა ჩაიდინეს ყველასთვის მნიშვნელოვანი ღირსეული აქტი - იცავენ ქვეყნის ღირსებას. ამ ქვეყანაში თუ არ არის მთავრობა არის ძლიერი საზოგადოება, რომელიც ასე მტკიცედ აპროტესტებს წარმოუდგენელ ადამიანის ქვეყნიდან გაქრობის შემთხვევას. ძალიან კარგად ჩანს მთავრობის დამოკიდებულება. რამდენი დღე არის გასული. უამრავი კამერა დაითვალეს ჟურნალისტებმა, რომელიც იმ ტერიტორიაზე იყო. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. არის ცინიკური განცხადებები მთავრობის მხრიდან. ეს არის რა თქმა უნდა სიმახინჯე ჩვენი სახელმწიფო სისტემის, რომელიც არსებობს და სადაც მთავრობა იცავს არა ქვეყნის და ადამიანის ინტერესს, არამედ თავისი გუნდს აფარებს ხელს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ჟურნალისტების პროტესტის გამო დაგვიანებით დაიწყო. ქართველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელ კოლეგას აფგან მუხთარლის მხარდაჭერა გამოუცხადეს და კომიტეტის დარბაზში საპროტესტო აქცია გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)