|
2017-06-05 12:37:42, 1938 ნახვა
პოლიტიკა
„ენმ“ პრემიერ-მინისტრს მღებრიშვილის, გომელაურისა და ჯეჯელავას თანამდებობებიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს მიმართავს და მოუწოდებს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ვიცე-პრემიერი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლოს. პატიის წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას მიაღწევს. „აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მოტაცება, როგორც ეს აქტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა შეაფასა, ყოველ მიზეზს გარეშე კონკრეტული პირების მიერ საკუთარ თავზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ეს და ყველა მსგავსი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ფაქტი ყველანაირ პერსპექტივას უსპობს ჩვენს ქვეყანას, საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ადექვატური რეაგირება მოახდინოს, რასაც ის დღემდე, შეგნებულად არ აკეთებს. მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, რომ გადააყენოს დაკავებული თანამდებობებიდან შს მინისტრი მღებრიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელი გომელაური და ვიცე-პრემიერი ჯეჯელავა, ვინც მთელი ამ პროცესის განმავლობაში უტიფარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს ქართული საზოგადოების თვალის ასახვევად და მოსატყუებლად. თუ დასახელებული პასუხისმგებელი პირები არ გადადგებიან, ან მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, მაშინ ჩვენ მივაღწევთ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ჩვენს მთავარ თანამებრძოლ ქართველ ხალხთან ერად“, - განაცხადა ნიკა რურუამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)