|
2017-06-05 11:52:41, 2302 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტის კომპეტენციებთან დაკავშირებით რაიმე არსებითი ცვლილება არ გვექნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტში კომპეტენციებთან დაკავშირებით რაიმე არსებითი ცვლილება არ შევა. მისივე თქმით, მოცემული ცვლილებით პრეზიდენტის კომპეტენციები სრულად თავსებადია საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან. "პრეზიდენტის კომპეტენციებს რაც შეეხება, არის სრულად თავსებადი იმ სისტემასთან, რომელიც ჩამოყალიბებულია- საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან , რაც დღევანდელი კონსტიტუციით არ არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით შენიშვნები ვერ ექნება პარტნიორებს. არის რაციონალურად განსაზღვრული პრეზიდენტის როგორც სტატუსი, ისე კომპეტენციები. კომპეტენციებთან დაკავშირებით რაიმე არსებითი ცვლილება არ გვექნება", - აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)