|
2017-06-05 11:47:53, 1891 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე: გუნდში ფიქრობენ, რომ კომპრომისმა აზრი დაკარგა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში ყველა თანხმდება იმაზე, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და მომავალში ის არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეოდეს. თუმცა, მისივე განმარტებით, გარკვეული დეპუტატები აპროტესტებენ 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა კომპრომისმა, რის გამოც ამ დათმობაზე მიდიოდნენ, აზრი დაკარგა: "რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის ვადას, ამასთან დაკავშირებითაც გაიმართა გუშინ უმრავლესობის ფორმატში დისკუსია. ზოგადად ის, ომ ჩვენ უნდა გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია საპარლამენტო სისტემაში. ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ ისმება. რაც შეეხება ვადებს, ამასთან დაკავშირებით იყო გუშინ სერიოზული მსჯელობა, წინააღმდეგობაა იმის შესახებ, რომ განისაზღვრება მომავალ წელს კანონპროექტით პირდაპირი არჩევნების ჩატარება. იყო ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მმართველ გუნდში. გარკვეული დეპუტატები ამას აპროტესტებდნენ. ჩვენ ვთქვით, რომ კომპრომისის საფუძველზე შეგვეძლო დაგვეტოვებინა პირდაპირი არჩევის წესი მომავალი წლისათვის, ასევე პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება, საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპრომისმა აზრი დაკარგა .კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამაზე. შეიძლება ვიფიქროთ 2 ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე",-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)