|
2017-06-02 18:42:03, 2023 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორიამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორისგან, წერილი მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორის ეთან კორბინისგან, წერილი მიიღო. ეთან კორბინი წერილში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის რაიმონდ კნოფსის სახელით ლევან იზორიას, თბილისში გამართული საზაფხულო სესიის ფარგლებში, კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისათვის, მადლობას უხდის. „ძვირფასო ბატონო იზორია, საკომიტეტო მოსმენამ, რომელშიც თქვენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად მონაწილეობდით, ბრწყინვალედ ჩაიარა. თქვენ საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეთ და მათ მიმართ თქვენი სახელმწიფოს საპასუხო ზომები წარმოადგინეთ. ჩვენმა დელეგატებმა უდიდესი სიამოვნებით მოისმინეს თქვენი ყოვლისმომცველი პრეზენტაცია, რომლის მნიშვნელობას შემდგომმა დისკუსიამ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია ნატოს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს განსახილველად აუცილებლად დაუბრუნდება, რათა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და კერძოდ, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემები წინ წამოიწიოს. როგორც საკომიტეტო მოსმენების, ისე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კვირეულის განმავლობაში, ცხადი იყო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი - კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას. ამ გზის გასავლელად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან შეხვედრა. მადლობელი ვარ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან თქვენი შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. თქვენმა წვლილმა მნიშვნელოვნად განაპირობა ასამბლეის წარმატებით ჩატარება. ველით თქვენს ასამბლეის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენი ერის სამსახურში“, – ნათქვამია ეთან კორბინის წერილში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)