|
2017-06-02 15:48:56, 1999 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: ნულოვანი კონსენსუსით მიღებული კონსტიტუციის პროექტი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს
“ნულოვანი კონსენსუსით მიღებული კონსტიტუციის პროექტი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს”,-ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. "კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონსენსუსი. პრაქტიკულად საკონსტიტუციო კომისაში მონაწილე არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არც სახალხო დამცველმა არ დაუჭირა მხარი კონსტიტუციის პროექტს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც შეეხება თითოეული ადამიანის ცხოვრების წესს, ქვეყნის ბედს ისე, რომ მასზე არის მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა", - აღნიშნა აბაშიშვილმა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეუძლებელია, დემოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს ეწოდოს კონსტიტუცია, იგი ძალიან შორსაა ლეგიტიმაციისგან. “მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს საერთო წერტილები იმისა, თუ სად შეიძლება მოხერხდეს კონსენსუსი. ჯერ კიდევ არის ამისი დრო, არ არის საჭირო პროცესის ფორსირება. ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა და სრულიად გაუგებარია განცხადებები ივნისში ორი მოსმენით კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც დეკლარირებულია განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს გათვალისწინებული. ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)