|
2017-06-01 17:21:42, 2167 ნახვა
პოლიტიკა
თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შედეგად, „აიპების“ მიმართულებით კადრების ოპტიმიზაცია მოხდება
თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შედეგად, გარკვეული სახის ოპტიმიზაცია მოხდება, მათ შორის კადრებისაც. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ოპტიმიზაცია „აიპების“ მიმართულებას შეეხება: „უფრო ოპტიმიზაცია მოხდება, მათ შორის კადრებისაც. „აიპების“ ნაწილი ძალაში სავარაუდოდ 2018 წლიდან შევა. სამსჯელოა კიდევ ეს საკითხი, პარლამენტში როდის შევიდეს. გარკვეული ოპტიმიზაცია „აიპების“ მიმართულებით და დასაქმებული ადამიანების მიმართულებით იქნება, ეს გარდაუვალია.არა მარტო ამ გაერთიანებულებში, სავარაუდოდ, სხვაგანაც“,-აღნიშნა ალავიძემ. აიპ-არასამეწარმეო იურიდიული პირი წარმოადგენს იურიდიული პირის განსაკუთრებულ ფორმას. ა(ა)იპ-ის სხვა იურიდიული პირებისაგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი, კერძო სამართლის თვალსაზრისით, არის ის, რომ იგი არ არის კომერციული საქმიანობის საწარმოებლად და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შექმნილი ორგანიზაცია. არასამეწარმეო იურიდიული პირი უფლებამოსილია, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით აკრძალული არ არის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)