|
2017-05-31 16:29:02, 2113 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა (ვიდეო)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციას. ყურადღება გამახვილდა ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარას პოლონეთის რესპუბლიკის რამდენიმე რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. „ორმხრივი ურთიერთობები რეგიონებს შორის უკვე დაწყებულია როგორც საგანმანათლებლო და კულტურული, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დაიწყო თანამშრომლობა ასევე ქვემო სილეზიის პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. პოლონეთთან რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებულია". რეგიონულ დონეზე მსგავს თანამშრომლობას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტიც. როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია პოლონეთის რესპუბლიკაში, რადგან დიდია დაინტერესებული პოტენციური ტურისტების რაოდენობა. ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნის ხელშეწყობაზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს პოლონელ ტურისტებს აჭარაში დასვენების შესაძლებლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებს, რომლებსაც პოლონური და ქართული მხარე აჭარაში უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს. ზურაბ პატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ისე რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)