|
2017-05-30 16:35:43, 1968 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკად იბრძოლებენ
„რესპუბლიკური პარტია“ და თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივი ძალისხმევით, ერთ ბლოკად იბრძოლებენ . ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა განაცხადეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის შალვა შავგულიძის განმარტებით, ერთნაირი ხედვების და პარტნიორობის კარგი გამოცდილების გამო, ეს ორი პარტია ერთად უფრო დიდ ძალას წარმოადგენს, ვიდრე ცალ-ცალკე „ჩვენ გაგვაჩნია ერთნაირი ღირებულებები, ამასთან თანამშრომლობის და პარტნიორობის მნიშვნელოვანი და საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარვსდგეთ ამომრჩევლის წინაშე,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ. ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის თქმით, ორივე პარტია ერთი იდეოლოგიისაა. სამნიძე ამბობს, რომ აქვთ მსგავსი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი და ამიტომაც გაერთიანდნენ ერთ ბლოკად. „რესპუბლიკელებს და დემოკრატებს გვაქვს თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება. ჩვენ ვართ ერთი იდეოლოგიის პარტია და გვაქვს მსგავსი ხედვა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი. სწორედ ამიტომ, ჩვენმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და ჩვენ გავერთიანდით ერთ ბლოკად “, –აცხადებს ხათუნა სამნიძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)