|
2017-05-30 14:14:46, 1970 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ მზარდ დინამიკაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოლონეთის "განვითარების დახმარების პროგრამის" მნიშვნელობას, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, ეფექტური მმართველობა, ეროვნული რესურსების მდგრადობა, სოციალური კეთილდღეობა და განათლება. გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციას, რაც მუდმივად ფიქსირდება ყველა შეხვედრაზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა პოლონეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)